კანდელაკი ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს თამარ ხულორდავას გამოეხმაურა.
„დღეს ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა და ერთერთმა სახემ, ქალბატონმა თამარ ხულორდავამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზია, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თემა, რომ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თემა, რომელსაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერა არ გახდეს ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ, რუსეთზე დაკისრებული სანქციების ნაწილი. რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების მოხსნის პირობად რუსეთს არ წაუყენონ საქართველოდან ჯარების გაყვანა, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შეწყვეტა და ოკუპაციის შეწყვეტა. არგუმენტად ქალბატონმა ხულორდავამ მოიყვანა ის, რომ - „უკრაინასთან მიმართებით ხომ არის სანქციები მაგრამ რა ხეირიო?“ ანუ მან დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორედ ისაა რომ სანქციებში საქართველო არ იყოს. ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი და ოკუპანტი საქართველოს მხრიდან ვერც ინატრებს. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესს დონეზე ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრებს, არცერთ ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ წამოჭრილა და თუკი საქართველოს საკითხი არ არის წამოჭრილიი ასეთ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს პრობლემა არ აქვს. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ ასეთ დონეზე საქართველოს საკითხი არ წამოიჭრას, ეს უფრო მეტია ვიდრე შეცდომა, ეს არის დანაშაული და დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი ამომრჩეველი სატანადო შეფასებას მისცემს.“ - გიორგი კანდელაკი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საკითხს პარლამენტის ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გამოეხმაურა.
მისი თქმით,
"პროვოკაციებზე წამოგების ფასი საქართველომ იცის... სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს".
მასალის გამოყენების პირობები






