ამ თემაზე ანალოგიური პოზიცია აქვს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასაც.
„ჩვენ დროებით მაუწყებლობას ვიწყებთ ტვ "იბერიას" შენობიდან. ეს იქნება დროებითი მაუწყებლობა იმიტომ, რომ სტუდიისა და ტელევიზიის გამართვას დრო სჭირდება, თან საბოლოოდ არ გვაქვს შერჩეული ლოკაცია, ვმსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანამ ყველაფერი ეს მოგვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ეთერში არ ვიყოთ. ამიტომ, ეთერში დროებითი მაუწყებლობით გავალთ. ტექნიკა, რომელსაც „მთავარი არხი“ გამოიყენებს, ეკუთვნის „იბერიას“. სავარაუდოდ, მერე ეს ტექნიკა ჩადებული იქნება საწარმოში, კაპიტალში ზაზა ოქუაშვილის მიერ. ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. არის უკომფორტულესი პარტნიორი. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თავისი თანმიმდევრულობით, ხელშეწყობით საქართველოს დემოკრატიისადმი, არის ჩემთვის აღტაცების ღირსი. მე, მგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი თავისი ნებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიის განვითარებაში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქლაიშვი“ ჩართვისას.
ცხადია, დღეს უმნიშვნელოვანესია, საქართველოში, რომლის ხელისუფლება აშკარა ავტოკრატიულ ნიშნებს ამჟღავნებს, საიდანმე ისმოდეს თავისუფალი და მართალი სიტყვა. შესაბამისად, „იბერიას“ დამფუძნებელთა პოზიცია აბოსლუტურად გამართლებულია. უფრო მეტიც, ეს ერთგვარი სამოქალაქო გმირობაა, რომელზეც საქართველოს მომავალი უნდა აშენდეს.
მასალის გამოყენების პირობები






