ალდაგში ციტრუსის დაზღვევა გულისხმობს ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ამიტომ ციტრუსოვანთა დაზღვევა ალდაგში საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება.
მანდარინის პლანტაციის დაზღვევისაას სადაზღვევო პრემია ფიქსირებულია და ის სადაზღვევო თანხის 15%-ს შეადგენს. მაგალითად 1 ჰა-ზე გაშენებული მანდარინის მოსავლის დაზღვევისას პრემია 1500 ლარია, საიდანაც ფერმერს მხოლოდ 450 ლარის გადახდა უწევს.
ციტრუსოვანი ნარგავებისათვის აგროკლიმატური რისკებიდან ყველაზე გავრცელებული სეტყვა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვაა, რომელსაც შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ დააზიანოს მოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ მეურნეებს მოსავალი დაზღვეული ექნებათ, ალდაგი მათ ზარალის თანხას აუნაზღაურებს. პოლისის შეძენა საქართველოს მასშტაბით კრედოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






