“ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე ობს საგუშაგოს მოწყობა, რომელიც ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს, ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ. კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით მათი მხრიდან ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს, ჩვენი მხრიდან ეს არის გათვლილი იმაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ადგილზე იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც იქ ცხოვრობენ." - განაცხადა ზვიადაძემ.
გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რომელსაც კოორდინაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი უწევდნენ. ბიბილოვის თქმით, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ე.წ საზღვრის დაცვა გაძლიერდება და ბლოკპოსტები აუცილებელ ადგილებში საჭირო რაოდენობით განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები






