"უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება"- ჩორჩანაში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საკითხს IPRM-ის შეხვედრაზე დააყენებენ
პოლიტიკა - 12:13, 29 Aug, 2019     1446
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებად აფასებს, რომელიც მისი თქმით, ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას.


ანთაძის განცხადებით, ეს საკითხი სხვა მწვავე საკითხებთან ერთად დღეს, 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე მწვავედ დაისმება.

"ჩორჩანაში ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე.

დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არა ერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ასევე, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერეთში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივების სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი" - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რომელსაც კოორდინაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი უწევდნენ. ბიბილოვის თქმით, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ე.წ საზღვრის დაცვა გაძლიერდება და ბლოკპოსტები აუცილებელ ადგილებში საჭირო რაოდენობით განთავსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42