სკანდალი: ფსბ-მ უკრაინაში „ქართველი ლეგიონის“ ხელმძღვანელისა და „ლეგიონის“ სხვა წევრების მკვლელობა დაგეგმა
პოლიტიკა - 10:38, 29 Aug, 2019     2964

უკრაინაში მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო განცხადებას ავრცელებს, რომელიც მასზე და „ლეგიონის“ სხვა მებრძოლებზე სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება:

"ოპერატიული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სეპარატიზმსა და მტრული მხარისათვის (ფსბ) საიდუმლო მასალების გადაცემაში ეჭვმიტანილმა ლარისა ილიენკომ და ანდრეი ნაგრებელნიმ 15.08.2019 წელს 10 ათას დოლარად დაიქირავეს ყველასთვის სკანდალურად ცნობილი ფსევდომოხალისე იულია სერგეევნა ოვეჩკინა, რომელსაც თავის მხრივ უნდა მოეძებნა ადამიანი, ვინც ფიზიკურად გაუსწორდებოდა "ქართული ლეგიონის" მეთაურ, მამუკა მამულაშვილსა და ლეგიონის მებრძოლებს"

მამულაშვილის ინფორმაციით, არის ამის თვითმხილველიც - ადამიანი, ვისაც ამისთვის ქირაობდნენ. ეს ინფორმაცია გამოსაძიებლად შესაბამის სტრუქტურებს უკვე მიაწოდა თუმცა, საჭიროდ მიიჩნია პრევენციის მიზნით სავარაუდო შემკვეთებისა და შემსრულებლის ვინაობა მაინც გაემჟღავნებინა. მისი აზრით, სპეცრაზმი ძალიან ნელა გამოიძიებდა ამ ყველაფერს, ამიტიმ სწრაფი რეაგირებისთვის და ამ პერიოდში ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის, ჩათვალეს საჭიროდ ინფორმაცია საჯაროდაც გაევრცელებინათ. "ქართული ლეგიონის" მეთაურს, შიშისა და სიფრთხილის საფუძველს 2017 წლის ოქტომბერში, უკრაინაში მომხდარი თავდასხმა აძლევს, როდესაც თავდამსხმელებმა ადგილზე მოკლეს მოხალისე მებრძოლი ქალი ამინა ოკუევა, ხოლო მისი ქმარი, ადამ ოსმაევი, დაიჭრა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

"ეს ახალი არ არის. ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ არ გაგვიზიარებია საზოგადოებისთვის. ამჯერად მოხდა ასეთი რამ, რომ ადამიანები შეეცადნენ დაექირავებინათ ერთ-ერთი პირი, ვისი ვინაობაც ჩვენ ვიცით და იცის გამოძიებამ. ეს ადამიანი მოვიდა ჩვენთან, თვითონ აღიარა ყველაფერი, გვითხრა, რომ ასეთ რამეს ამზადებდნენ, ამზადებდნენ ფიზიკურ თავდასხმას და თქვა, რომ მეც ერთ-ერთი ვარ, ვის დაქირავებასაც, ასე ვთქვათ, ეცადნენ, და აქტიურად ეძებენ ადამიანს, ვინც ფიზიკურად გაგისწორდებათო. ადამიანი, რომელიც ჩემთან იყო, პროფესიით ინჟინერია, სამხედრო ინჟინერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადად მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ასეთ ხალხს შორის ეძებდნენ ადამიანს, ვინც ამას შეასრულებდა;რის შემდეგაც დაიწერა განცხადება სამართალდამცავ ორგანოებში და ამის შემდეგ საჯაროდ მოხდა ამ ინფორმაციის გაზიარება." - ამბობს მამუკა მამულაშვილი „რადიო თავისუფლებასთან".

მამუკა მამულაშვილის მიერ ნახსენები ლარისა ილიენკო, კი საკმაოდ ცნობილი აღმოჩნდა უკრაინის ბიზნესწრეებში. მედიის მიერ „ქვიშის დედოფლად“ მონათლული ლარისა ილიენკო ქარხანა „ატეკის“ გენერალური დირექტორია. როგორც წერენ, დაკავებულია ქვიშის უკანონო წარმოებით, აქვს კავშირები უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებთან და ცდილობდა, იულია ტიმოშენკოს გარემოცვის საშუალებით, ბედი ეცადა პოლიტიკაშიც. მამულაშვილის აზრით, ილიენკოს, იმ ადგილზე, სადაც ბაზა არის განთავსებული ფინანსური ინრტერესი აქვს და სწორედ ამიტომ ცდილობს, ბინძური მეთოდებით მათ ჩამოშორებას:

„ბაზაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მანდ მაგას აქვს რაღაც ფინანსური ინტერესი. ჩვენ ოფიციალურად (უკრაინის) თავდაცვის სამინისტროს მითითებით ვართ მანდ, ანუ ადგილი რომ ვერ გამოგვინახეს, ოფიციალური წერილი დაიწერა, რომ 150 კაცის ოდენობით შეგვიძლია ამ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდეთ. ხოდა ამას (ილიენკოს) აქვს რაღაც ფინანსური ინტერესი და აქედან გამომდინარე ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობს, რომ ის ქნას რა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42