სერიიდან:
ის, რაც ხდება
რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს.
ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული...
მივყვეთ მოვლენებს:
ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დასდეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო... და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და... სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.
ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, „იბერიას“ მხრიდან კარის გამოჯახუნება.
შეხვედრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?
ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დასდებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია-მეთქი, დავამატე.
მე ახლაც იგივე აზრის ვარ.
პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ახვადასხვა მორალის ადამიანები.
პ.პ.ს.
„იბერიას“ ყველა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად, „იბერიას“ წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.
„იბერიას“ წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალისტსა და 39 ოპერატორ-მენონტაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კომპენსაციაზე.
ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრო, პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე.
როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.
უმუშევრად დარჩენილმა ამ ჟურნალუსტ-ოპერატორ-მენონტაჟეებმა (ორგანიზატორებმაც და აყოლილებმაც) კარგი იქნება, იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა : ვირმა პალო ამიაძრო, ერთი სხვასა ჰკრა და ათი თვითონ იკრაო.“
მასალის გამოყენების პირობები






