„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი საქციელი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. გავრილოვის თემამ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე, ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ თემით გადაფარვა იმ დანაშაულისა, რასაც ჩადიოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის იმის მცდელობა, რომ ეს განუკითხაობა კიდევ შეინარჩუნონ და რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ გაიმეორონ, როცა ამისი ძალა კიდევ ექნებათ. რაც არა მგონია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოთავაზებული რეზოლუციების შინაარსი სწორედ ამას ემსახურება, რომ დღის წესრიგში შეინარჩუნონ რევოლუციური სცენარი.სამწუხაროა, რომ პარლამენტარების ნაწილი ამას ხელს უწყობდა და მათი ქმედებები საკმაოდ საეჭვოა, თუმცა შეიძლება, კრიმინალი არ იყოს იმაში, რომ პარლამენტარი პარლამენტში იმყოფებოდა, მაგრამ ძალიან საეჭვო ქმედებების ჩამდენ ადამიანებს პრეტენზია აქვთ, შეაფასონ ის, რასაც 20-21 ივნისის მოვლენები ჰქვია.“- განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტის განხილვა უნდა მოხდეს. ერთი მათგანი უმრავლესობის, მეორე ენმს, ხოლო მესამე ევროპული საქართველოს მიერაა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






