"მთავარი არხი" მაუწყებლობის სავარაუდოდ 9 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაცია "ნიუპოსტს" ახლადდაფუძნებული არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. მისი თქმით, დროის დაკარგვას არ აპირებენ.
არხი დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა ეთერში.
"იბერიის ტექნიკა იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა (ოქუაშვილი) პარტნიორობაზე აუცილებლად წამოვა და ამ ტექნიკით შემოვა ჩვენს კომპანიაში. ამ ეთერის დათმობითაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ჩემი აზრით და თუ იმასაც გადაწყვეტს, და შევთანხმდებით ბოლო-ბოლო, ჩემი აზრით ამით ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარებაში"- თქვა გვარამიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მისივე განცხადებით, "ახალ არხზე" რჩება "კურიერის", "პოსკრიპტუმისა" და "კომედი შოუს" მთავარი გუნდი ჩნდება.
ამასთან ცნობილია, რომ არხზე განახლებული ფორმატის გადაცემას წაიყვანს "ნანუკას შოუს" ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. "ახალი არხის" ეთერში ვიხილავთ ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის გადაცემას.
მუსიკალური მეგაშოუ "მხოლოდ ქართული", რომელიც ნიკა გვარამიას საკუთრებაა ამჯერად "მთავარ არხზე" გავა.
გვარამია ამბობს, ვინც უნდა იყოს "მთავარ არხზე" ისინი ახლადდაფუძნებულ არხზე რჩებიან.
"ვინც ვიცი, რომ უნდა იყვნენ, ისინი არიან. დანარჩენებზე ვერ გეტყვით"- გვითხრა "ახალი არხის" გენერალურმა დირექტორმა.
გვარამიას თქმითვე, "აუცილებლად უნდათ, რომ არხზე ახალი სახეებიც გამოჩდნენ".
ცნობილია, რომ „მთავარ არხს“ უკვე აქვს გარანტირებული ყოველთვიური ბიუჯეტი.
მასალის გამოყენების პირობები






