ნინოწმინდაში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ოცნების" დეპუტატის ფოტო გამოფინეს (ფოტო)
პოლიტიკა - 14:19, 28 Aug, 2019     909
ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით, ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა, სადაც სოფლის ძველ ტრადიციულ საოჯახო ნივთებთან და ფოტოებთან ერთად, დეპუტატ ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებია გამოფენილი.


სოფელ სათხეში, ალბერტ ისოინის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი,24 აგვისტოს გაიხსნა. მუზეუმი, ალბერტ ისოიანის შვილის, არტურ ისოიანის დაფინასებით აშენდა, რომელიც ბიზნესმენია და რუსეთში ცხოვრობს. აქ, გამოფენილია სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ფოტოები, მათ შორის არის ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებიც.

ენზელ მკოიანი, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სოფელ სათხეშია დაბადებული და გაზრდილი, რის გამოც შესთავაზეს, მისი ფოტო და ჯილდოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულიყო.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსების თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. თან მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი. ჯილდოები სიმბოლურად იყო და ისევ უნდა ავიღო“,–გვითხრა დეპუტატმა.

სათხეში, ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას ენზელ მკოიანთან ერთად, სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ელჩები, ასევე რუსეთიდან,სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.

ენზელ მკოიანის თქმით, ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს სიმბოლურად ფასად, ერთ ლარად გადასცენ.

წყარო: პირველირადიო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42