„20 ივნისის შემდეგ გახარია პრემიერად და ღარიბაშვილი შს მინისტრად ივანიშვილის მმართველობის კატასტროფა იქნება და ეს მოჩვენებით სიმშვიდესაც ვერ მოუტანს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 18:57, 27 Aug, 2019     1224
20 ივნისის შემდეგ გახარიას პრემიერობა და ღარიბაშვილის დანიშვნა შს მინისტრად, ივანიშვილისთვის მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდე იქნება, რეალურად კი ეს მისი მმართველობის სრული კატასტროფაა - ასე აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა "ნიუპოსტის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე, ხოლო ღარიბაშვილი შს მინისტრად გაუშვას.

"მე ეჭვს ვერ შვიტან თქვენს წყაროში, მაგრამ იმდენად დიდი პოლიტიკური სისულელეა გადაწყვეტილება - გახარია პრემიერად და ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ფონზე, რა უგუნური და თავხედური ნაბიჯებიც გვინახავს ივანიშვილისგან, ამ ნაბიჯის მოლოდინი აღარ მაქვს. თუმცა, თუ გადადგამს, უკვე გასაგებია, რაც ხდება ამ ქვეყანაში - ის საბოლოოდ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ეს უნდა იყოს ქვეყანა, პირდაპირ რუსეთის კოპირება. ივანიშვილი, ფაქტობრივად, მძევალია. არ მგონია, მან არ იცოდეს, რას ნიშნავს ქართული საზოგადოების თვალში გახარია პრემიერად და ღაირბაშვილი შს მინისტრად, მითუმეტეს, რომ ამგვარი გდაწყვეტილებები სხვა ხელისუფლებების პირობებში ყოფილა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია“- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

მისი თქმით, თუკი ივანიშვილი ცდილობს ძალისმიერად და „თოფიანი კაცებით“ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ამ ნაბიჯებით მოხდება პირიქით - ქარდავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილი, რომელსაც სრულად დაკარგული აქვს ხალხის ნდობა, ამ გზით ხელისუფლებაში ყოფნის ვადას კიდევ უფრო შეიმცირებს.

„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მისთვის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მკვეთრად შეამცირებს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკოსის და ერთი პარტიის გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ვხვდები, ვიცნობ საზოგადოების აზრს და ვიცი, რამდენად ცინიზმია გახარია პრემიერმინისტრად. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ამ შემთხვევაში, გონიერი პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას ე.წ. ორთქლის გამოშვების მოტივით, რაც მას მიიყვანდა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა არც ეს უშველის მის მმართველობას, მაგრამ ასეთი გზა ნამდვილად არის სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის ინტერესებში, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და გვინდა, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით ცვალებადობის პრინციპი საბოლოოდ დამკვიდრდეს. ამ პროცესის ხელშეშლა იქნება ეს გადაწყვეტილება. ივანიშვილი რომ პოლიტიკოსი არ არის და მშიშარაცაა, ეს ვნახეთ, აქციების ფონზე, ბევრ საკითხთან მიმართებაში. შეიძლება მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ძალაზე გააკეთოს აქცენტი, თუმცა ყოველთვის ძალა არ არის ის, რაც ბევრ შემთხვევაში მმართველებს ძალა ჰგონიათ ხოლმე, როცა თოფიანი კაცების მომრავლებით მიაჩნია, რომ ხელისუფლებას გაამყარებს. პირიქით, ეს მის ხელისუფლებას საბოლოოდ დაამთავრებს და ის დაკარგავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას. ივანიშვილს დაკარგული ჰყავს ხალხი და დაკარგავს პირობითად შენარჩუნებულ ამ მთავარ უწყებებსაც“ - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42