საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის "ბაშაქშეჰირის" სტადიონზე კორეის რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
შემდეგ თამაშში, 8 სექტემბერს, "ევრო 2020-ის" საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველი ფეხბურთელები "დინამო არენაზე" დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან (20:00).
ამ ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ კორეასთან მატჩში დაეხმარება, დანიასთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას კი კაპიტანი ყვითელი ბარათების გამოტოვებს.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია - თბილისის "დინამოს" გარემარბი ლევან შენგელია და ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები - გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები - ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);
ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე - რუბინი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე - ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო თბ);
თავდამსხმელები - გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ).
ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაც ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე - დინამო ბთ), ნიკოლოზ მალი (საბურთალო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, რუსეთი).
მასალის გამოყენების პირობები