კომედი ჯგუფის ნაწილი "რუსთავი 2-ში დარჩა". ინფორმაციას ამის შესახებ "კომედი შოუ" ავრცელებს.
რუსთავი 2-ში დარჩნენ ალეკო მალხაზიშვილი, მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, კობა ბარათელი და კიდევ 20-მდე მსახიობი.
"რუსთავი 2-ზე 16-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, კომედი ჯგუფის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო მთავარ არხზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს. გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით. ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი კომედი არხი", — ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია გუშინ დატოვა ვანოს შოუს წამყვანმა და შოუს მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა,თამუნა ლეკვეიშილმა , ისინი "მთავარ არხზე" გადავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






