უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ცნობილი ხდება, რომ არჩილ თალაკვაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის შეხვედრა მიმდინარეობს. აუდიენცია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრები ესწრებიან.
კანონმდებლების განცხადებით, შეხვედრაზე მსჯელობა საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის განსაზღვრას შეეხება. თუმცა "ნიუპოსტის" ინფორმაციით, მოულოდნელი შეხვედრის მიზეზი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყოს.
„ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საბოლოო გადაყვწტილება მიიღო. როგორც წყარო გვატყობინებს, ქართული ოცნების თავმჯდომარის უშუალო გადაწყვეტილებით პრემერის თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია გადაინაცვლებს, ხოლო შს სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს.
მასალის გამოყენების პირობები






