„ძალიან შეეშინდათ, ეს მეთოდები რომელსაც უკვე ერთი წელია იყენებენ ჩვენს მიმართ და უკვე ანტიტერორისტული სამსახურის და უკვე იმ სამსახურების, რომლის ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება არის დიდი შიშის და პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია და გავაგრძელებთ ამას ყველაფერს“- თქვა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ანგარიშების დაყადაღება და გაჩერება ნიშნავს, რომ ისინი ვერ მოემსახურებიან ვალებს.
"ვერ განვახორციელებთ ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას, რომელითაც დღემდე ვაფინანსებდით და ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს, მათი გაგებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომელსაც მეგობრობა ჰქვია, რომელიც ამ ხელისუფლებას არა ჰყავს, ჩვენ ჰვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომლებიც ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ იმისათვის, რომ კურსი რომელიც ჩვენ ავიღეთ და რაც შევპირდით ქართველ ხალხს, რომ ეს რეალობა და ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში უნდა დასრულდეს.
გავაგრძელებ ანაკლიის თემას. ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე.
მოძრაობას უახლოეს ხანში დავაფუძნებთ, ძალიან დიდი ინტერესეია, მინდა შეგაშინოთ, უზარმაზარი არმია ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან , რომლებსაც არ უნდათ ასეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება რომელიც თქვენ შექმენით. ის ხალხი რომელსაც უნდა რომ აქ სილაღე დაბრუნდეს და ადამიანმა აქ ნახოს ტავის პერსპექტივა"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






