თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. სწორედ ამიტომ ჯაფარიძის თქმით, ისინი აპირებენ მეგობარი ქვეყნების საელჩოების გამოყენებით ამხილონ ხელისუფლება სახელმწიფო უწყებების უკანონო ქმედებების განსახორციელებლად გამოყენებაში:
„ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება, ამჯერად ახალი სიტყვა არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადის სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს დიდ ბრიტანეთში, ეჭვი აქვს რომ არის კრიმინალური წარმოშობის. როცა სახელმწიფო ანტიტერორისტული ტანამშრომლლობის ფარგლებში მიმართავს, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ამ შემთხვევაში ეს უწყება არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. სახელმწიფო უწყებების ეს მცდელობა, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში , ამისთვის გამზადებული იქნა ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოების მიერ დამტკიცებული, სასამართლოს სამწუხაროს იმის ნაცვლად რომ გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ არის თუ არა საფუძველი, რომ ფულადი სახსრები არის უკანონო, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანეთის სამსახურებთან, მზად ვართ ჩვენი თითოეული ფუუნტის კანონიერება დავადასტუროთ. მინდა ამავდროულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს, საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებაში. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ვამხილოთ მეგობარი ქვეყნების საელჩოების გამოყენებით, ყველა ის სამსახური, რომლითაც ხდება კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელება.“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






