გაუფასურებული ლარი, შემცირებული ინვესტიციები და გაზრდილი გასახადები- "რ2"-ის გამორთვა და ლარის გაუფასურება, რომ კავშირში არ არის, ახლა მაინც გამოჩნდა"
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:01, 27 Aug, 2019     1748
მართალია, 20 აგვისტოდან "რუსთავი 2"-ის ეთერით მთავრობისთვის არასასურველი, კრიტიკული აზრი აღარ ისმის, თუმცა ქვეყნის მოსახლეობისთვის მთავარი და ყველაზე მტკივნეული თემა, კვლავ რეკორდულად გაუფასურებული ლარია.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9399 ლარია, კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი მძიმე სურათს "ქართული ოცნების" 7 წლიან მმართველობას უკავშირებს:

"რუსთავი 2"-ის გამორთვა და ლარის გაუფასურება, რომ ერთმანეთთან კავშირში არ არის, ახლა მაინც გამოჩნდა. "რუსთავი 2" თუ რამეს საუბრობდა ეკონომიკაზე, საუბრობდა იმ რეალობაზე რაც ქვეყანაში იყო. მეორე საკითხია ეს ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა.

პრობლემები, რომელიც ეკონომიკაშია და რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხება, ეს არ გახლავთ ერთ დღეში დაგროვებული, ეს არის ბოლო 7 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები და ამ შვიდი წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ისეთი ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესს არ სჯერა, რომ საქართველოში მისი ბიზნესი სტაბილური იქნება. ანუ სტაბილურობადაკარგული ბიზნესგარემო მივიღეთ, შესაბამისად, ასეთ გარემოში ნაკლებად ხდება ინვესტიცია, ნაკლებად დებენ ფულს ეკონომიკაში. რეალურად ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 1,8 მილიარდიდან 1,2 მილიადამდე შემცირდა. მივიღეთ ეკონომიკაში საზიანო რეფორმები, როგორიცაა აქციზზე გადასახადების ზრდა, ამას დამატებული საპენსიო რეფორმა, რომელიც დამატებითი გადასახადების ზრდისკენაა ორიენტირებული. მივიღეთ კორუფციაში ჩართული სახელმწიფო აპარატი და 2012-18 წლამდე 50 000-ით გაზრდილი ჩინოვნიკთა რაოდენობა. ამ ყველაფრის ერთობლიობაა ის რატომაც არ იზრდება ეკონომიკა ეროვნული ვალუტა კი უფასურდება"- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა "ნიუპოსტთან".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42