"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობაზე
პოლიტიკა - 12:17, 27 Aug, 2019     1459

ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან მისი შე­საძ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

გი­ორ­გი ამ დრო­ის­თვის იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­შია, თუმ­ცა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რია, შემ­დეგ კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, კერ­ძოდ - სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, რაც მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ პირად ცხოვრებასთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

"პი­რად­თან მე ცოტა სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ბევრ ძმა­კაცს უთ­ქვამს, ერთი სტა­ტუ­სი გაქვს და გა­მო­ი­ყე­ნეო, რაც არ შე­მიძ­ლია. გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი ვარ, უზო­მოდ ერ­თგუ­ლი. სულ ორ­ჯერ მიყ­ვარ­და"

- პირ­ვე­ლი იყო ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

- კი, მაგ­რამ ნი­ნის ამის გამო ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ. ვი­ცო­დი მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და ის ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ჩემ­გან, ანუ მას სხვა ტი­პე­ბი მოს­წონ­და. გარ­და ამი­სა, ნინი ბავ­შვო­ბი­დან ვარ­სკვლა­ვია, ასე­თი­ვე ოჯა­ხი­დან და მის­თვის, ალ­ბათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო სიმ­პა­თი­უ­რი და წარ­მო­სა­დე­გი ბიჭი. მე 126 კი­ლო­ი­ა­ნი რომ დავ­დევ­დი ძაღ­ლებს... აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის ეს რე­ა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას და ვი­ზიტს - ნი­ნის ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჯექ­სო­ნი და მეც სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჯექ­სო­ნე­ბის ოჯა­ხის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­მე­პა­ტი­ჟა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ეს მის­თვი­საც და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც შემ­ხვდა: „ეს ოლი­გარ­ქი, „ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით“ იფ­რი­ნეს, იახ­ტებ­ზე და­ა­ჯი­ნა...“

ნი­ნის ლან­ძღავ­დნენ, ეს ბიზ­ნეს­მე­ნი გა­მო­ი­ჭი­რა და იმ ბიჭ­მა ჯერ არ იცის, ეს ვინ არი­სო. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ დამ­შვიდ­დნენ, არც ოლი­გარ­ქი ვარ და ალ­ბათ - სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი დო­ნის ბიზ­ნეს­მე­ნი. თუმ­ცა, ჩემი გეგ­მე­ბი მაქვს და ამა­ზე რამ­დე­ნი­მე წელ­ში ვი­ლა­პა­რა­კოთ.


- სტა­ტუ­სიც რომ შე­გეც­ვა­ლა და გა­რეგ­ნო­ბაც, ნი­ნის­თვის რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბა არ გქო­ნია?

- არა. როცა მიყ­ვარ­და, ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ ნინი ზედ­მეტ ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებ­და. რო­გორც კი ჩემ­თან ეს გრძნო­ბა დამ­თავ­რდა, მერე ჩვენ შო­რის ისე­თი მე­გობ­რო­ბა და­ი­წყო, რო­გო­რიც არა­ვის­თან მქო­ნია.


- მე­ო­რე სიყ­ვა­რულს რაც შე­ე­ხე­ბა და ახლა რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს იყო ბა­ქო­ში. დიდი ამ­ბა­ვი აა­გო­რეს. ნი­ნის გა­თხო­ვე­ბას და­ემ­თხვა და თით­ქოს, ეს მე ჯი­ნა­ზე გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, ის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სულ ხდე­ბა რა­ღაც, მაგ­რამ ამას რა­ი­მე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ვაძ­ლევ. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა ვიცი, ახლა რომ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს, ვინც შე­მიყ­ვარ­დე­ბა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. ჩემ­თვის ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხა­სი­ა­თიც და სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს, ან არა. ჩამ­ქრა­ლი, სტან­დარ­ტუ­ლი გოგო ჩემ­თან ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ჩემ გვერ­დით რა­ღაც ანა­თებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42