ბრიფინგი “რუსთავი 2”-ში - არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი იმნაიშვილი იქნება
პოლიტიკა - 20:08, 26 Aug, 2019     2264
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისა და ფროდაქშენის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი იქნება.


განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბევრმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. თუმცა, არხის მფლობელი მზად არის და რუსთავი 2-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

"ტელეკომპანიის კარი ღიაა პროფესიონალებისთვის, ვინც წლებია, მუშაობდა და ვისაც უნდა, ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული ტელევიზია. დღეს საზოგადოებას ვუბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში, "რუსთავი 2"-ის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ არხის ბოლომდე ერთგულნი არიან. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ამ ადამიანების რიცხვი არის დაახლოებით 800 თანამშრომელი. დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას და იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებული წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია, მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია „ბიბისი“-ში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა საქართველო წლების წინ დატოვა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, BBC -ში მუშაობდა მეუღლესთან, ნათია აბრამიასთან ერთად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42