სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან ერთი თვის წინ განხორციელდა, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
სამუშიას პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9- თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი).
არსებითი განხილვა ელბერდ კობერიძის წამების საქმეზე გრძელდება. აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერდ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






