შუუშლის თუ არა ერთმანეთს ხელს "ფორსაჟის" გადაღება და აქცია #სირცხვილია რუსთაველზე - შოთა დიღმელაშვილი განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 17:16, 26 Aug, 2019     1808
„სირცხვილიას“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟის“ გადაღება და აქციის მედიაპროექტის მიმდინარეობა ერთმანეთს დროში არ ემთხვევა და შესაბამისად არც ხელს შეუშლის:


„თანამემამულენო, როგორც იცით ხვალიდან, რამდენიმე დღით, რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. "ფორსაჟი") გადასაღებად.

ისიც იცით, რომ პარლამენტის წინ შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორ თვეზე მეტია, ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია იმართება; აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან, 20:20 სთზე, მედიაპროექტი #სირცხვილია მაუწყებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და ონლაინრეიტინგების რეკორდებს ხსნის. გეგმის მიხედვით 20 სექტემბრამდე ასე გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი "გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი გარეთ!" – ვუბრუნდებით მასობრივი აქციის ფორმატს.

მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

ამიტომაც ამ ორი მოვლენის – "ფორსაჟის" და "სირცხვილიას" – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს "ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!"), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე.

კერძოდ: მართალია რუსთაველი ჩაკეტილია, მაგრამ Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მანიფესტაცია არსებული ფორმატით. ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს.

აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!“- წერს შოთა დიღმელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42