მისი თქმით, მთავარია ეს კომპანიები კანონს იცავდნენ და ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.
„ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. რუსული კომპანია პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, იცავდეს კანონს და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ტენდერის გამოცხადების დროს. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია?! ამაში ხომ მეთანხმებით?! მე არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია კანონს იცავდეს და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, ასევე ემსახურებოდეს ჩვენი ქალაქის ინტერესებს. შეიძლება იყოს რუსული კომპანია, ამერიკული, ბრიტანული, თურქული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია ემსახურებოდნენ ჩვენს ქალაქს და სამუშაოები მაღალ დონეზე შეასრულონ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობა და გამარჯვება გაზრდილია.
კალაძე კი ამბობს, რომ მთავარია, ეს კომპანიები ქალაქის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






