„ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას - გეგიძე გუნდის წევრებს უპირისპირდება
პოლიტიკა - 12:04, 26 Aug, 2019     1209

„ქართული ოცნების“ წევრი ბიძინა გეგიძე გუნდს აკრიტიკებს. "კბირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას,სადაც საუბარია სამართლიანობასა და თავისუფლებაზე.

"2012 წელს "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება"- აცხადებს გეგიძე.

„ფაქტია, გადავუხვიეთ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას: სამართლიანობა, თავისუფლება, კეთილდღეობა, განვითარება.

თავისუფლება უნდა ეხებოდეს მედიასაც და სასამართლოსაც. 2012 წელს "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება. ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, უფრო მეტი ემატება“, - განაცხადა გეგიძემ.

მისი თქმით, თუ 2020 წლისთვის მოცემული რეალობა არ შეიცვალა და ამასთან, საზოგადოებას სასამართლოსადმი ნდობა არ გაუჩნდება, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები უაზრო იქნება.

„ხელისუფლება კი არა, ზოგჯერ ექსპერტები და მედიაც კი არ არიან ადეკვატური. თუმცა მედიას აქვს ფუფუნება ასე მოიქცეს, ხელისუფლებას კი არა. ამიტომაც გაჩნდა უამრავი ეჭვი. დღეს ხელისუფლებაში ყოფნის კომფორტი ვერ წარმომიდგენია. თუ ადრე ამბობდნენ, საქართველო ­ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობსო, ბოლო თვეებია, ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ვცხოვრობთ. 2020 წლამდე ეს რეალობა თუ არ შეიცვალა, თუ პოზიტიური პროცესები არ დაიწყო, საზოგადოებას სასამართლოს ნდობა არ გაუჩნდა, 2020 წლის არჩევნებს აზრი არ ექნება“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ "კვირის პალიტრასთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42