"როგორც იქნა გამოირთო "რუსთავი 2" და ხომ ატყობთ რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში, აღარც კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს" - პაატა ბურჭულაძე
პოლიტიკა - 22:53, 25 Aug, 2019     3435
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.ბურჭულაძის თქმით, მას შემდეგ რაც რ2 გამოირთო ქვეყანაში "სიმშვიდეა" არც კორუფციაა და აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს.


"როგორც იქნა გამოირთო "რუსთავი 2" და ხომ ატყობთ რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს. აგერ, ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვე დაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვნეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ "იავნანას" მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია. პროკურატურამ ეძება ფონდში და მხოლოდ დახმარებული
და სარგებელ მიღებულ ხალხი აღმოაჩინა, მაგრამ მავნებლურად საქმეს მაინც არ ხურავენ, ბოლომდე უნდათ "იავნანა" მოსპონ...და ალბათ, რა მშვენიერი იქნებოდა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების შრიალში დღეების გატარება ინგა გრიგოლია და ტვ პირველიც რომ არ დაურღვევდნენ მყუდროებას ახალი სატელევიზიო სეზონიდან. ისე ძალიან უნდა მას აგვისტოში გააჩუმოს და მოათავოს ყველაფერი, რომ მისი მონები ბატონის სურვილების შესასრულებლად ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველა საქციელზე მზად არიან და შემდეგ უტიფარ გამართლებასაც მარტივად კადრულობენ. რაც მთავარია, სიჩუმეა... სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო ..." - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42