თბილისის მერმა, მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა
პოლიტიკა - 20:54, 24 Aug, 2019     824

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.


თბილისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ბელარუს ხალხს „თბილისობის“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

„თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. შარშან, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მინსკის დღეები აღინიშნა, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რომელიც ამჯერად მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნებით გამოიხატა. ეს სახლი ხელს შეუწყობს ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას, ექსპორტს და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მინსკელ კოლეგებს, რომელთა ძალისხმევით, უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია. დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. ასევე, მიხარია, რომ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქალაქის დღე აღინიშნება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ჩვენთან ერთად არიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები და მთელი დღის განმავლობაში იქნება საკმაოდ საინტერესო სანახაობა, რომელიც საღამოს გალაკონცერტით დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“ იმართება, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ექსპოზიციები, გამოფენები, კონცერტები იმართება. ასევე, წარმოდგენილია ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42