პარლამენტის თავმჯდომარეს ბახმაროში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
პოლიტიკა - 19:24, 24 Aug, 2019     9362

პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა, კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების ტრადიციულ დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის მიმდინარეობისას მიაყენეს.



"გურიის მოამბის" ინფორმაციით, დოღის მიმდინარეობისას, საპატიო სტუმრებისათვის ფინიშთან აღმართული სახელდახელო კარავიდან პარლამენტის თავმჯდომარე, სასაუბროდ, "გვერდზე", ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ გაიყვანა.

საუბარი მალევე ხმამაღალ კამათსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ახლომახლო მყოფ დამსვენებელთა ინფორმაციით, სიორიძე არჩილ თალაკვაძისაგან "დაპირებულ" გუბერნატორობას მოითხოვდა.

"ვიღაც თავგადაპარსული ბრგე კაცი, რომელიც დღესასწაულის დროს ვანო ჩხარტიშვილის ირგვლივ ტრიალებდა, პარლამენტის თავმჯდომარეს გუბერნატორის მოხსნასა და მის დანიშვნას სთხოვდა, კარგად გავიგონე სიტყვები "დაპირებას შესრულება უნდა ძმაო" - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც დღესასწაულზე დასასწრებად ბახმაროში ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, თალაკვაძემ საუბარი სიტყვიერი შეურაცხყოფისთანავე შეწყვიტა და კარავში დაბრუნდა.

"გურიის მოამბემ" ამ ინფორმაციის გადამოწმება ორთავე მხარესთან სცადა, ბეგის სიორიძის გარემოცვის წევრმა კამათი დაადასტურა, თუმცა, სიტყვიერი შეუარცხყოფა გამორიცხა.

არჩილ თალაკვაძეს კი კომენტარი არ გაუკეთებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42