"ყოფილი დირექტორის და ყოფილი მფლობელის მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს" - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 16:23, 24 Aug, 2019     1715
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსთავი 2" - ის განადგურების მცდელობა , ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპური ქმედებაა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა, მათ შორის მათ, ვისაც პარლამენტში მუშაობა უწევდა, ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვფიქრობ, რომ მათი ნაწილისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და რომ ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში არ შედიოდა.

"ყოფილი დირექტორის და ყოფილი მფლობელის მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს. ეს არის მათი ტიპური ქმედება. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს, ასეთი მიდგომა აქვს ზოგადად. როგორც ჩანს, ეს ამჯერად გადაწყვიტა, გამოიყენოს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ და ევროპულმა სასამართლომ თქვეს, რომ მას არ ეკუთვნის „რუსთავი 2“ და ეკუთვნის სხვა მფლობელს. ვფიქრობ, ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ნაწილად ქცეული არხის განადგურება სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში ის აქცია არაეთიკურობის, უზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად, რაც ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო მედიისთვისაც და თვითონ არხისთვისაც. ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ მცდელობა, საბოლოოდ განადგურდეს არხი, არ არის სწორი დამოკიდებულება ტელევიზიასთან და მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში. მე რომ ვიყო მედიის წარმომადგენელი, თუ სადმე ექნებოდა აზრი მუშაობას პროფესიონალურად და ბრძოლას, ეს იქნებოდა სწორედ „რუსთავი 2“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ობიექტურ, კრიტიკულ არხად“, -აღნიშნავს ჩუგოშვილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42