"რამდენიმე წლის წინ თბილისში ესროლეს რუსებმა...ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია"
პოლიტიკა - 15:55, 24 Aug, 2019     1731
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრი , ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ეხმაურება.წიკლაური ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია.


"გუშინ გერმანიაში მოკლეს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი, კავკასიის დიდი პატრიოტი და თავისუფლების მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილი. ერთი მათ შორის, ვინც დაუხვდა კავკასიაში შემოჭრილ რუსებს.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ესროლეს რუსებმა, დაჭრეს ოთხი ტყვიით და სახელმწიფომ სხეულის მსუბუქი (!!!) დაზიანებით აღძრა საქმე და დაცვის გამოყოფაზეც უარი თქვა. გაქრა ვიდეოკამერების ჩანაწერებიც...
მერე წავიდა საქართველოდან და ახლა გერმანიაში ესროლეს უკვე სასიკვდილოდ.

ბევრმა არ იცის, რომ ზელიმის უშუალო ჩარევის გარეშე ჩვენ გვექნებოდა ბევრად მეტი მსხვერპლი ლაფანყურის სპეცოპერაციისას; ზელიმხან ხანგოშვილი იყო ის კაცი, ვინც ყველანაირად ცდილობდა, რომ პანკისელი მოზარდები არ წასულიყვნენ სირიის სასაკლაოზე. აგრეთვე, ზელიმხანი იყო იმედიანი კაცი, რომელიც მხარს უჭერდა კავკასიელების ბრძოლას ყველგან და მთელი მისი ძალ-ღონით.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა კავკასიის ომის ახალი ეპიზოდია. ეს ტყვიები მას ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა.

ხსოვნა იყოს ამ საუკეთესო კაცის, თავდადებული კაცის, რომლის სახელი შეუერთდა რუსების ძალმომრეობასთან მებრძოლ გმირთა უკვდავ გუნდს.

სამძიმარი პანკისელებს და ყველას, ვინც რუსულ იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლას აგრძელებს" წერს წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42