„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს
პოლიტიკა - 13:08, 24 Aug, 2019     553

„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საკითხზე გამოძიების შეწყვეტას უსაფუძვლოს უწოდებენ და უახლოეს პერიოდში პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა განაცხადა, ჯგუფის შექმნის შემდეგ, პარტია კერზაიას საქმის თაობაზე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დვენას იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოსგან განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესსა თუ მოსაზრებას გამოხატავენ - იქნება ეს წამყვანი სატელევიზიო არხის დახურვა, ,,თიბისის” დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლისწინანდელი ამბის შესახებ საქმის აღძვრა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები “ტვ პირველის” დამფუძნებელთან დაკავშირებით, რომლებშიც აშკარად იკვეთება ერთი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და მასზე სახელმწიფო მყისიერ რეაგირებს იწყებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა - სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ,,ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას. „ - განაცხადა სერგო რატიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42