სპეცრაზმელები მოსკოვში ამ დროისთვის იმ ბაზარს, სადაც ძირითადად კავკასიელები ვაჭრობდნენ, აგრესიული მასის შემოტევისგან იცავენ, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.
სპეცრაზმელების ჩართვა მდგომარეობის განსამუხტად მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბირულიოვოს გარეუბანში გუშინ დაწყებული დემონსტრაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა სავაჭრო ობიექტები დაარბიეს და მანქანები გადააბრუნეს.
ამ დროისათვის, ბაზარში შესასვლელს დაცვა იცავს, იქ მომუშავე პირებს კი შესვლის უფლებას არ აძლევენ.
სავაჭრო ცენტრ „ბერიოზაში“ გუშინ, გვიან ღამით არეულობა იყო. გარეუბანში მცხოვრებლებმა სამართალდამცველების უმოქმედობა გააპროტესტეს. ისინი იმ პირის გამოვლენას ითხოვენ, ვინც რამდენიმე დღის წინ 24 წლის ახალგაზრდა მეგობარი გოგონას თვალწინ დანით მოკლა - მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
არეულობის შედეგად დაახლოებით 400 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით ედებათ, დაშავდა ექვსი პოლიციელიც.
მასალის გამოყენების პირობები






