"გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს"- ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების შეწყვეტაზე
პოლიტიკა - 20:57, 23 Aug, 2019     1113

პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას მისი შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუკზე ეხმაურება. შენგელიას თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ საქმე დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა. როგორც შენგელია აცხადებს, ის ბრძოლას არ წყვეტს და ყველაფერს გავაკეთებს, რომ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს:

„პარასკევ საღამოს, 23 აგვისტოს ,,აპოლიტიკურმა პროკურატურამ" შეწყვიტა ია კერზაიას საქმის გამოძიება და ეს ფაქტი ახსნა საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობით.

განცხადებას შეგნებულად არ ვაშეარებ, სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის.

საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების) ამოღება და მოგვიანებით გაანადგურეს, ექსპერტიზაზე არასრული მასალა გააგზავნეს, არ დაკითხეს მთავარი მოწმეები, არ დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და არ შეასრულეს არაერთი პროცესუალური თუ საგამოძიებო მოქმედება.

აპრილში, როდესაც მასალებს გავეცანით, ცხადი გახდა, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, უბრალოდ დაელოდნენ ,,შესაფერის დროს" გამორთულ რუსთავი2-ს და ასე ქურდულად, წინასწარი შეტყობინების გარეშე (ჯურნალისტებისგან გავიგე) განაცხადეს, რომ ამ საქმეს დამნაშავე არ ჰყავს. რომ მართალია ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე პრატიკულად აწამეს, მაგრამ კანონი ფორმალურადაც არავის დაურღვევია.

ეს არის ამ ხელისუფლების სამართალი, მაგრამ ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები იმ პროკურორების და გამომძიებლების სახით, ვინც ამ საქმის ფაბრიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ისინი მთავარ დამნაშავეებთან - გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან.

ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. არანაირი საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით, ეს წააკითხონ და დააჯერონ მათ, ვისთვისაც დაწერეს.

სამართალი აუცილებლად იზეიმებს!“- წერს ბაჩანა შენგელია.

შეგახსენებთ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია აცხადებდა, რომ მას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც მან ინსულტი მიიღო.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების დასჯას ითხოვდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42