„გრძელდება ჩვენი დევნა, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ეს ბრალი შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში. გენერალური პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, მინდა გითხრა ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდულ ბრალზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა. ზოგიერთ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუგია სიტყვა ინდულგენცია და იყენებს ამ სიტყვას სრულიად უკონტექსტოდ და გაუგებრად, მინდა მათ ვუთხრა, რომ ინდულგენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს. ჩვენ არაფერზე ამოფარებას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, შემდგომი გართულებებისთვის.“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






