„ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალი არის ძირითადად სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა სურს უკანასკნელი მოჰიკანი ტვ პირველიც ჩაიგდოს ხელში და გააჩუმოს ეს ტელევიზიაც. ივანიშვილისთვის ობიექტური ინფორმაცია არის კატასტროფა, იმიტომ რომ ობიექტურად ქვეყანაში არის კატასტროფული ვითარება. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიური მოტივაცია ამოძრავებს ივანიშვილს, პროკურატურა მე მგონი საერთოდ სხვა საქმეებით არ არის დაკავებული, სია აქვს გაკეთებული და პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნესმენების, რომლებიც რაღაც სახით ოპონენტებად შეიძლება იყოს მათ წარმოსახვაში და თავისუფალი მედია საშუალებების, მხოლოდ ამათ დევნიან და ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით რაღაცნაირად ხელისუფლებას შეინარჩუნებს. გამორიცხულია, ივანიშვილის დღეები დათვლილია“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






