„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერებას ცდილობს. უსუფაშვილი ტვ პირველის გადარჩენის სამოქალაქო ფონდის შექმნის იდეით გამოდის და აცხადებს, რომ თუ ტელევიზიის დამფინანსებლებს ხელისუფლების ზეწოლის გამო პრობლემები შეექმნებათ, ტელევიზიის დაფინანსების პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა უნდა აიღონ:
„საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა. ამისი ბოლო მაგალითია ხაზარაძის საქმეზე წერეთლების ოჯახისთვის წაყენებული ბრალი. რაც პირდაპირ უკავშირდება ტვ პირველის ფუნქციონირებას და ასევე იმ ბიზნესწრეების არსებობას ქვეყანაში, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ. მგონია, რომ ყველაზე უპრიანი ნაბიჯი იქნება შეიქმნას ტვ პირველის გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას შეექმნება პრობლემა ფუნქციონირების, მის მფლობელებსა და დამფინანსებლებზე სახელისუფლებო ზეწოლის გამო, მოქალაქეები ავიღებთ ჩვენს თავზე ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს შევუნარჩუნოთ განსხვავებული სიტყვის, თავისუფალი სიტყვის საშუალება.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






