"შეუძლებელია, პროკურატურაში არ იცოდნენ, რომ სესხის აღება დანაშაული არ არის" - კემულარია წერეთლისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს
პოლიტიკა - 18:13, 22 Aug, 2019     899

ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წარდგენა - პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

„რა სახის დანაშაულია სესხის აღება ბანკიდან კერძო პირის მიერ, შეუძლებელია, პროკურატურაში არ იცოდნენ, რადგან არავითარი დანაშაული არ არის სესხის აღება. პრაქტიკულად, დღეს გვაქვს საქმე დევნასთან. დევნიან ხაზარაძეს, რადგან მისთვის უნდა ჩამოეშორებინათ ანაკლია და ჩვენ მოვისმინეთ გია ვოლსკის განცხადება, თურმე, ანაკლია არ არის კერძო პირების, თურმე, ანაკლია სახელმწიფო პროექტი ყოფილა. საიდან, როდის გახდა ანაკლია სახელმწიფოსი. დღემდე ანაკლია, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ კერძო პირების, იმ კონსორციუმის საკუთრებაა, რომლის დამფუძნებლებიც კერძო პირები არიან, მათ შორის უცხოელებიც. შესაბამისად, თუ სურვილი ჰქონდა სახელმწიფოს, წაერთმია ხაზარაძისთვის ანაკლიის პროექტი და შემდგომ დაშანტაჟება, რათა ხელისუფლებაში დარჩენა ანაკლიის მეშვეობით მომხდარიყო, რა თქმა უნდა, უნდა აღძრულიყო საქმე გამოგონილი პირობებით ხაზარაძის მიმართ, ასევე ავთო წერეთლის მიმართ, რომელიც პარალელურად უკავშირდება „ტვ პირველს“, რომლის მფლობელიცაა წერეთლების ოჯახი. მაშინ ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ დევნას არჩევნების წინ და ასეთ პირობებში, როგორ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. ეს ერთობლიობა ქმნის პირობებს, რომ ჩაატარო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ მივდივართ პირიქით. საჭიროა პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლება, დაუყონებლივ თანხმობის ჩამოყალიბება სახელმწიფოში და ასე მივალთ პროპორციულ არჩევნებამდე" - განაცხადა კემულარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42