"ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში, რ2-ში განიცადეს სრული ფიასკო" - ხუხაშვილი TV პირველის პროცესებზე
პოლიტიკა - 15:32, 22 Aug, 2019     1572
ტვ პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების აფექტური მდგომარეობით ხსნის. მისი თქმით ხელისუფლება ცდილობს ერთი აქტიური თემა მეორეთი გადაფაროს და საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფოს. ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვანია ის რომ პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტებას აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საქმეს შესაძლოა კვალიფიკაცია შეეცვალოს, რაც მთელი მართლმსაჯულების სისტემისთვის სრული ფიასკო და კატასტროფა იქნება:


„ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში, მუდმივად სჭირდება რომ იყოს შეტევაში, ერთი თემა მეორეთი გადაფაროს, მეორე მესამეთი და არ მისცეს საზოგადოებას დამშვიდების, დაწყნარების და ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგით სვლის საშუალება. გუშინ რუსთავი2-ში განიცადეს სრული ფიასკო და დღეს რაღაცა ჭირდებოდათ, რომ თემა გადაეტანათ, ყველაზე სკანდალური დღევანდელ ისტორიაში არის პროკურატურის განაცხადი ბრალის დაზუსტებასთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ საუბარია 2-3 ტრანზაქციაზე, ერთი წელი იძიებენ და ახლა ამბობენ, რომ ბრალი უნდა დავაზუსტოთო. აქ რა იგულისხმება, რომ კი ბატონო, ვაშლის მოპარვა ვერ დაგიმტკიცე და ამიტომ მსხლის მოპარვა უნდა გედავოო თუ რა , ამას ალბათ დღეს გავარკვევთ. თუ ასე მოხდა და საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა, ეს არის სრული ფიასკო და კატასტროფა მთელი მართლმსაჯულების სისტემისთვის.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42