ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესს აშშ-ის სახეწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა. მორგან ორტაგუსის თქმით აშშ მიმდინარე პროცესით შეშფოთებულია და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია:
„აშშ-ი შეშფოთებულია, ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში ღობეების დამონტაჟება განაახლა. ბორდერიზაციის პროცესი განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე, ხდება მათი მიწების განცალკევება, ოჯახების დაყოფა და ინფრასტრუქტურისგან ჩამოშორება. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ღობეების და ბანერების მშენებლობა დაუყოვნებლივ შეწყდება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი დაშვება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად.“- განაცხადა მორგან ორტაგუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






