„დასანანია, როცა თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს“ - გიგი უგულავა „ტაბულას“ დამფუძნებელზე
პოლიტიკა - 20:40, 21 Aug, 2019     3398
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თამარ ჩერგოლეიშვილს „ტაბულაზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო აკრიტიკებს, სადაც უგულავას თქმით, სათაურში მისი სიტყვები ინტერპრეტირებულია, რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

უგულავა წერს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის ქმედება იაფფასიანი პროვოკაციაა. მისივე სიტყვებით, დასანანია, როცა ტაბულას დამფუძნებელი „პარტიაზე ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს“.

„ტაბულას დამფუძნებელმა ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამწუხაროდ, განზრახ შეცდომაში შემყვანი (misleading) სათაურით დაამახინჯა ჩემი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი დიანა ტრაპაიძესთან (იმ გათვლით, რომ მკითხვრლი მასიურად ძირითადად სათაურებს ეცნობა). ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტის იგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო. ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა. ჩემთვის როგორც ტაბულას გულშემატკივარისა და აქტიური მკითხვრლისთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ტაბულას კოლექტივი გამოირჩევა ქართულ მედიაში თავის მაღალი სტანდარტებით. ამ ფონზე ათმაგად დასანანია როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. ცხადია მისი მცდელობა უშედეგოა. სამწუხაროდ, ტაბულას დამფუძნებელი ქალბატონი თამარი ხშირად საუბრობს პარტია "ევროპული საქართველოს" სახელით, ცდილობს დაარწმუნოს (საკმაოდ წარმატებით) მკითხვრლი რომ ის რამეს წყვეტს პარტიაში. მინდა გითხრათ, რომ მის გამონათქვამებს, პოსტებს და საჯარო გამოსვლებს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ საქართველოსთან, მეტიც უმეტეს შემთხვევაში პარტიისთვის ზიანის მომტანია.

პ.ს. ქვემოთ მოტანილია ციტატა, რომელიც უფრო გასაგებად წარმოაჩენს ჩემს სიტყვებს. თემის სრულად აღსაქმელად შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან. ფრაზა " მე მიღირს" საერთოდ ქალბატონი თამარის ფანტაზიის ნაყოფია. ზოგადად, ჩემი წარმოჩენა რუსოფილად ძალიან ბრიყვული და განწირული მცდელობაა. დიანასთან საუბარი იყო იმ ჰიპოტეტულ სიტუაციაზე, როცა ვერც ოცნება ქმნის მთავრობას და პროდასავლურ ოპოზიციასაც ხმები აკლია. ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ? დარჩეს ივანიშვილი ხელისუფლებაში, თუ მოლდოვეთის მსგავსად ვიმოქმედოთ?! ოცნების და მისი სატელიტების ნამსხვრევები არ ჩავრთოთ საქმეში და ქვეყანა სამთავრობო კრიზისისთვის გავწირით? სადაც ისევ ივანიშვილი და რუსები იხეირებენ? ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხებია და ამაზე კიდევ ბევრს ვიმსჯელებთ. ისე, სხვათაშორის, ბებია მყავდა რუსი და სხვა დროს სიყალბის მოგონებაში შეიძლება ვინმეს გამოადგეს

პ.პ.ს. მადლობა ტაბულას ჟურნალისტებს, რომ ჩემი გამხდარი ფოტოს დადება მაინც მოხერხდა. ალბათ შემდეგში შესაძლოა "ქაჩალი, მსუქანი და ლუზერიც" ვიყო. არაუშავს, რა გაეწყობა. ასეთია ცხოვრება

"სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკის ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო. " - წერს გიგი უგულავა ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42