"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 20:26, 21 Aug, 2019     22148
ნინო შუბლაძის პოსტს, რომელშიც ის აცხადებს, რომ "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.


"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა რომ მათ პიარს აკეთებ, და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს. სახის დაკარგვა ამეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)

სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში მისვლა.

ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42