უკავშირდება თუ არა ლაურა ღაჭავას სამართლებრივი დევნა გვარამიას ახალ ტელევიზიას - ღაჭავას პირველი კომენტარი საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:25, 21 Aug, 2019     1452

გავრცელებული ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდოდ ნიკა გვარამიას მიერ ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დაფუძნებას უკავშირდება. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ლაურა ღაჭავა იმ შენობის მფლობელია, რომელშიც მთავარი არხის ოფისი და პავილიონები უნდა განთავსდეს.

თავად ლაურა ღაჭავა „მთავარ არხთან“კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ის აპირებდა მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვას, თუმცა „მთავარ არხს“ გაცილებით დიდი ფართობი ჭირდებოდა. ღაჭავა ასევე უარყოფს იმას რომ ის ასტრა დიღომის შენობის მფლობელია.

“მე ადრე განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდი, ვინაიდან ყველაფერზე ყადაღა მიდევს და ბანკების დიდი სესხი მაქვს, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა . მერე იყო რაღაც შეხვედრა, ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაში და იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ. არ ვიცი, მე საქმის კურსში არა ვარ, ამას ამ წუთას არ ვუკავშირებ, რომ გავეცნობი გამოვალ და გეტყვით. მე რამდენიმე შენობის გაყიდვა მინდოდა, ერთი აეროპორტის ტრასაზეა, პატარა სასტუმროა, მაგრამ ტერიტორია დიდია, მეორე არის დიღომში. ასტრა პარკი ჩემი არაა, იქ იღებენ ახლა, ჩემი ობიექტი არის პატარა 1200 და 1600 კვადრატული, მაგათ უნდოდათ 5 ათასი. მე გავიგე ჭორის დონეზე რომ ასტრა დიღომს მიუბრუნდნენო“- განაცხადა ღაჭავამ.

„საფუძველს არ მაძლევს ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურია, გავეცნობი საქმის მასალებს.“- აღნიშნა ღაჭავამ. მისი თქმით, მას დარღვევები არ აქვს.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესმენი ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ ყალბი აქტივების შექმნის ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42