გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ამ დროისთვის, ისინი რკინის ძელების დასამონტაჟებლად მიწას თხრიან. მათ ტერიტორია მცენარეებისგან უკვე გაასუფთავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს უკვე დაამონტაჟეს 17 ძელი, მათ შორის მანძილი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია. გამოდის, რომ ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა დღეს დამატებით, დაახლოებით, 40 მეტრზე გაამაგრეს.
მოსახლეობის ვარაუდით, თუ სამუშაოები ამ მიმართულებით გავრცელდა, არ არის გამორიცხული, რომ მეზობელი სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. საუბარია სოფელ კოშკას სასაფლაოზე, რომელიც არარსებულ საზღვარის სიახლოვეს მდებარეობს. ცნობისთვის, ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს და ამ დრომდე განაგრძობენ. მათ 15 დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი რკინის კონსტრუქციებით დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს.
მასალის გამოყენების პირობები






