"რუსთავი 2"-ის წამყვანი ჟურნალისტების ბუნდოვანი მიზეზებით სამსახურიდან გაშვება სინამდვილეში არის არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება" - არასამთავრობოები
პოლიტიკა - 10:15, 21 Aug, 2019     804

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ.

"კერძოდ, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაატოვებინებს თანამდებობებს.

დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა, რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“ 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების“ გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები. ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონის გეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ცნობილია, რომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, რაც მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს „რუსთავი 2-ის“ ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც

ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს, დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა.

ცალსახაა, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე" - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მწვანე ალტერნატივა, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ლიბერალური აკადემია-თბილისი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ლიბერალური აკადემია თბილისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42