ნოდარ მელაძემ გადაცემაში "სირცხვილია" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებლად შეიქმება თავისუფალი ფანჯარა, რომელიც ხელისუფლებას შეუქმნის დისკომფორტს.
"ჩვენ აუცილებლად შევქმნით თავისუფალ ფანჯარას და შევუქმნით ხელისუფლებას კომფორტს , რომ აკეთოს ყველაფერი ის რაც მას მოესურვება. ეს კომფორტი ხელისუფლებას არ ექნება. კრიტიკული აზრი “რუსთავი2” – ში გათიშეს , მაგრამ გაჩნდება სხვაგან აუცილებლად. ჩვენ შევქმნით ბევრ პლატფორმას იმისთვის, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ხმა . ბევრად უფრო მოტივირებულები ვიქნებით, იმიტომ რომ ვაკეთოთ რეზონანსული საგამოძიებო რეპორტაჟები, რომლებსაც ვაკეთებდით და ბევრად უფრო ახლო ხედით ვაჩვენოთ ადამიანებს ხელისუფლება, რომელიც მართავს .სულ მალე ჩვენ გვექნება იმის თქმის საშუალება, სად, როგორ და რა ფორმატით ვიქნებით.
შევხვდებით იქ სადაც მოხდება მთავარი და იმუშავებენ ამ ქვეყნის მთავარი ჟურნალისტები. ეს არის “მთავარი არხი” - განაცხადა მელაძემ
მასალის გამოყენების პირობები






