"ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება" - კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის
პოლიტიკა - 19:37, 20 Aug, 2019     790

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის "რუსთავი 2"-ს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

"პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანსა და ეკა კვესიტაძეს კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლებს. ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა. კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული.

კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები" - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42