ფინანსური წნეხის მცდელობა და თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ რ2-ში ცენზურის დაწესება - რას ითხოვდა ივანიშვილი ნოდარ მელაძისგან
პოლიტიკა - 17:00, 20 Aug, 2019     756
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად კი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა და განაცხადა, რომ მელაძის დიდი ოდენობით ბონუსები აქვს მიღებული არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასგან.


სალიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს ნოდარ მელაძე და აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ის არ დათანხმდა თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ რუსთავი2-ში გარკვეული ცენზურის დაწესებას:

„1 თვე და 2 დღე მოვახერხეთ, პირადად მე შევძელი და შევინარჩუნეთ კურიერი ისევ ისეთი როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი რუსთავი2-ში და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი სატელევიზიო კარიერაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელი ჩემი ენერგია და დრო ჩავდე იმაში, რომ კურიერი ყოფილიყო ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. ამ პერიოდში იყო ისტორიული პიკური რეიტინგები. დღეს ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა რომ მე ვარ გათავისუფლებული და ეს იყო ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება.

ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად., თუმცა ძალიან გაუჭირდათ" - განაცხადა მელაძემ.

არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის თქმთ, ივანიშვილის სახელით მას გარიგება შესთავაზეს. როგორც მელაძემ განაცხადა, ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ მათ არ სურთ რუსთავი 2-სგან იმედის გაკეთება და კრიტიკის გარკვეული დოზა დარჩებოდა.

"მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცების და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაცა თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი რა თქმა უნდა - არა.

ჩემს ცხოვრებაში მე მქონია პერიოდი, როდესაც მიმუშავია სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზიას და მედიას სადაც ვიმუშავებ, ის ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, რადან მე როგორც ერთი ჟურნალისტი ვფიქრობ, რომ კრიტიკული მედია არის მნიშვნელოვანი თავად ხელისუფლებისათვის, რომელიც არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, რომ გადაიჩეხოს თავად და გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში. ასეთი იყო კურიერი, რომელსაც ჩვენ, კურიერის გუნდი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით.

რაც მე ვუთხარი ამ არაფორმალურ გარიგებაზე უარი დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა უშუალოდ ქიბარ ხალვაშის მხრიდან, პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის დავალებით გაყინა ჩემი ხელფასი. ამ დროისთვის მიღებული არ მაქვს ივნისის ხელფასიც. გავაგზავნე შეტყობინება და ვიღებდი პასუხებს, რომ ფინანსური პრობლემა იყო და დღეს-ხვალ მოგვარდებოდა. 2 კვირის წინ პაატა სალიამ მითხრა, რომ კაცურად მიმეცა 2 დღე და ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა რა თქმა უნდ იცრუა და გავიდა 10 დღე, დღეს კი მიიღო გადაწყვეტილება ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ახლა რაც შეეხება მოტივს, რაც სალიამ დაასახელა, ის ამბობს, რომ მე ვარ ბმაში ნიკა გვარამიასთან, იმიტომ რომ 2016 წელს, როდესაც ვმუშაობდი რ2-ის პოლიტიკური პროგრამების მთავარ პროდიუსერად მაქვს მიღებული წლიური ბონუსი გვარამიასგან. ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად წლიურ ბონუსს გვარმია გასცემდა. მარტივია, კერძო კომპანია, მის თანამშრომელს, რომელიც მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, რომლის 1 წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 000 აშშ დოლარად, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს, ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი და არა თანამშრომლის, ამის შემდეგ პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩემი ხელფასი გაეჩერებინა და დღეს მითხრა რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის ჩემი გათავისუფლების საფუძველი, რაც არის ბოდვა, მე მას ვუპასუხე, რომ ეს იყო იმ მიზეზთაგან, რომ ცდილობდნენ ჩემგან შეექმნათ ფასადური წარმომადგენელი, ვითომ იგივე ადამიანი დარჩა და მე დავიწყებდი კურიერის ცენზურას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არა და არ გავაკეთებ ამ ამბავს. მეორე იყო ზეწოლა ხელფასის მოტივით, რომ ნერვები მიმტყუნებდა, დავყვებოდი ფინანსურ წნეხს და დავთანხმდებოდი, ოღონდ ხელფასი გადამიხადეთ. დღეს კი დაასახელა ეს მიზეზი.“- განაცხადა ნოდარ მელაძემ,

მელაძის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაიცავს. სამართლებრივი ბრძოლის საფუძველი ის კონტრაქტი გახდება, რომელიც ტელეკომპანიას მელაძესთან აქვს გაფორმებული და როგორც რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, საკმაოდ მყარ გარანტიებსაც შეიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42