"ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ "კურიერის" ნიუსრუმში ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე, მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ "რუსთავი 2-ისგან" "იმედის" გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა "კურიერში" დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გააგრძელებდი მუშაობას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებაზე და ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი ექნებოდათ მათ, თუ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას, დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ქურდებს ბიუჯეტის, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






