შაშკინის თქმით, "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აგრძელებს საქართველოს უსართხოების სისტემის განადგურებას, რაგდან КГБ-ს ყოფილი ოფიცერი არ არსებობს.
როგორც შაშკინმა "ნიუპოსტს" განუცხადა, რუსეთის ფედერაციას აქვს ბერკეტი, ყველაფერი გააკეთებინოს ლეჟავას რაც ქვეყნისთვის იქნება საზიანო.
„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განადურებას. ეს დაიწყო 2013 წელს, როდესაც ქართველი მებრძოლი ოფიცრები, რომლებმაც გააჩერა და შეეწინააღმდეგა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 2008 წლის ომის დროს, დააკავეს, ზოგმა მოასწრო ქვეყნის დატოვება. ფაქტი სახეზეა ეს პროცესი გაგრძელდა იმით, რომ ყველაზე დაცულ, საიდუმლო ობიექტებზე, რაც არსებობს საქართველოში, ოფიციალური რუსეთის ჯაშუშები შეიყვანეს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უამრავი პროცედურის გავლის შემდეგ, თუმცა რუსი ჯაშუშები შეიყვანეს თავისი ფოტოაპარატებით და კამერებით, რომ გადაეღოთ ყველაზე საიდუმლო ადგილები. ამის შემდეგ, რუსეთს გადასცეს ჩვენი სამხედრო ოფიცრების სახელები და გვარები, რომლებიც ომობდნენ 2008 წლის რუსეთის წინააღმდეგ. ამ ბაზების მეშვეობით, რუს ქილერებს ჩაუგდეს ხელში და ზოგიერთი მათგანი უკვე მოკლულია, ზოგი კი დღემდე დევნაშია. ესეც არ იყო საკმარისი და დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელიც ღიად ადანაშაულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ოფიცრებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვაში. ამ განცხადებების საფუძველზე, რუსეთი ითხოვს ჩვენი გენერლების და ოფიცრების დაკავებას, ესეც საკმარისი არ იყო და უშიშროების საბჭოში დანიშნეს КГБ-ს ყოფილი ოფიცერი. დამიჯერეთ, ეს არ იქნებოდა მხოლოდ პასიური მდგოამრეობა ამ პერიოდში ის КГБ-ში მსახურობდა 1994 წლამდე და ნურავის ნუ გონია, რომ დიდი დრო გავიდა. КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს. რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოდან გაიტანა КГБ-ს ყველა არქივი, ოფიცერების დოსიები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი მოსკოვში ФСБ-ს ოფისში ინახება. ყველაფერს, რასაც ლეჟავა აკეთებდა, ყველა მამაძაღლობაში რაშიც ის იღებდა მონაწილეობას, როგორც ოფიცერი, არის ცნობილი. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ მივხვდეთ, თუ რისთვის გამოიყენებს რუსეთის ფედერაცია და რამხელა ბერკეტი არსებობს მათ ხელში, ნებისმიერი რამ გააკეთებინოს ლეჟავას" - აღნიშნა შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლეჟავას დანიშვნით კონტრდაზვერვის სამსახურის სრულ მოშლაზე საუბრობს.
"კონკრეტულად რას გეგმავს ФСБ ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. ფაქტი არის ძალიან მძიმე, მეორეც არის უდიდესი პრობლემა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირი ვერ ინიშნება სამსახურში კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის გარეშე. მაღალ თანამდებობის პირის დანიშვნამდე ყოველთვის სწავლობს კონტრდაზვრვა, რომ ვიყოთ უფრო დაცულები უცხოური სპეცსამსახურებისგან. თუმცა, როგორც ჩანს ლეჟავას პირობებში ეს დასკვნა არსებობს, ისე ვერ დაინიშნებოდა, მაგრამ კონტრდაზვერვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი დოსიე მოსკოვში ФСБ-ს ოფისში ინახება იმ პირობებში, როდესაც ქართველებმა რუსთაველზე სისხლი დაღვარეს რუსეთთან ბრძოლაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრულიად მოშლილია ქართული კონტრდაზვერვის სამსახური" - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
შაშკინის თქმით, ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ ლუსტრაციის კანონი მიიღოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობაში КГБ-ს ოფიცრების დანიშვნა ოფიციალურად აიკრძალება.
"ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ მივიღოთ ლუსტრაციის კანონი. იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მთავარი დაცვის გარანტი კონტრდაზვერვა ვერ ახერხებს თავისი მოვალეობის შესრულებას, რადგან მასზე მოქმდებს პოლიტიკური წნეხი. როდესაც კანონის ძალით იქნება აკრძალული КГБ-ს ოფიცრების საქმიანობას საქართველოს მთავრობაში" - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






