ძმები ყარამანიშვილები წულუკიანის უწყების წინააღმდეგ - სარჩელი სასამართლოში შევიდა
პოლიტიკა - 12:19, 20 Aug, 2019     1445
"რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი. ყარამანიშვილები თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.


„ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი2“-ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მისი თქმით, რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშისთვის წილები არ უნდა გადაეფორმებინა. იურისტის განცხადებით, გასაჩივრების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, რის შემდეგაც დავა ქართულ სასამართლოში თავიდან უნდა დაიწყოს.

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ არ მოხდებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება და დიდი პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში „რუსტავი2“ შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება,“-განაცხადა იურისტმა

საძაგლიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ახალმა მფლობელმა სამაუწყებლო კომპანია გააკოტროს.

"არც გაიყიდება „რუსთავი2“ , სხვა გეგმები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით. ალბათ შეეცდებიან კომპანიის ან გაკოტრებას, პირდაპირი მნიშვნელობით ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, რაც ნიშნავს გადაცემების დახურვას, შტატების შემცირებას, ხელფასების შემცირებას და ა.შ. ანუ რეალურად „რუსთავი2“ აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა,“-ამბობს საძაგლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42