„საქართველოს წარმომადგენლების პროტესტი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო საზღვრის მონიშვნასთან დაკავშირებით წარმოებულ სამუშაოებზე, არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელიც მიმართულია რესპუბლიკის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის წინააღმდეგ. ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც საზღვრის ხან ერთ, ხან მეორე ნაწილზე თამაშდება. მიზანი კი საქართველოზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.“- განაცხადა ჯიოევმა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ის რომ ცხინვალის რეგიონის ე,წ ხელისუფლებას საზღვრის დადგენის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო და ახლა ქართული მხრიდან ამის პროტესტი პროპაგანდისტული კამპანიაა:
„საქმე იმაშია, რომ ქართული მხარის და ევროკავშირის დამკვირვებლების წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ სამუშაოები არსად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას. არავისთვის არ იყო საიდუმლო რომ სამხრეთ ოსეთი ცალმხრივ რეჟიმში მოახდენდა საზღვრის მონიშვნას, რადგან ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებზეც და IPRM-ის შეხვედრებზეც აცხადებდნენ ამის შესახებ. ამასთან ქართული ორგანიზაციებს, რომლებიც ერთმანეთს პიარში ეჯიბრებიან, სჭირდებოდათ ფერადი შოუ, იმის მსგავსი, რაც გასულ წელს სოფელ ატოცთან მოაწყეს - „მიტინგი“ სხეულის იმ გარკვეული ნაწილის მასობრივი დემონსტრირებით, რომელსაც ჩვეულებრისამებრ ტანსაცმლით ფარავენ. გუგუტუანთკარში საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ ვიმეორებ, რომ იქ მასობრივი ვიზიტები და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვები - ეს წმინდა წყლის პროპაგანდისტული კამპანიაა.“- განაცხადა ჯიოევმა.
მასალის გამოყენების პირობები






