საქმე, რომლის გამოც დეპუტატი სუსში დაიბარეს ეხება იმ პერიოდს, როცა გეგიძე საქართველოს ფოსტაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თავად დეპუტატი საგამოძიებო უწყების მისით დაინტერესებას მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს. გეგიძის თქმით, გამოძიება მისი მეგობრის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო, თუმცა გეგიძე სუსში მხოლოდ ახლა დაიბარეს. გეგიძის თქმით, გაურკვეველია რას ედავებიან. ამიტომ ფიქრობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რადგან ბოლო პერიოდში უმრავლესობის წევრი ღიად აკრიტიკებდა მმართველ გუნდს.
„კითხვები იყო ჩვეულებრივი, არ გავუოცებივარ არც ერთ კითხვას, იმიტომ, რომ ეს იყო პროცესზე. ჯერ მე ხელი არ მომიწერია დღევანდელ ოქმზე. რაზეც ვპასუხობდი, ის ისე არ არის ასახული, რომ ჩემთვის მისაღები იქნება. როდესაც 3 წელიწადზე მეტია ვარ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული და როდესაც ხდება მოწმის სტატუსით დაბარება, შეხვედრა, თავისთავად პოლიტიკასთან, ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ვარ.“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






